დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I კმ80-კმ110 (ხულო-გოდერძის უღელტეხილი)) მშენებლობის განხორციელების მიზნით განსახლების გეგმის განახლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1208 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021663 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №120 8
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I კმ80-კმ110 (ხულო-გოდერძის უღელტეხილი)) მშენებლობის განხორციელების მიზნით განსახლების გეგმის განახლების თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I კმ80-კმ110 (ხულო-გოდერძის უღელტეხილი)) მშენებლობისათვის 2013 წელს შედგენილია მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელიც საჭიროებს განახლებას.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში - დეპარტამენტი) უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, არსებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განახლების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, არსებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განახლების ეტაპზე ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა დეპარტამენტმა განახორციელოს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან - ქვეპროგრამა „ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის ლოტი I კმ80-კმ110 (ხულო-გოდერძის უღელტეხილი) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია“.
5. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის 3 1 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება დეპარტამენტს, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები