შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I კმ80-კმ110 (ხულო-გოდერძის უღელტეხილი)) მშენებლობის განხორციელების მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის განახლების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021662
  • Word
1207
23/06/2016
ვებგვერდი, 14/07/2016
000000000.00.003.021662
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I კმ80-კმ110 (ხულო-გოდერძის უღელტეხილი)) მშენებლობის განხორციელების მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის განახლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1207

2016 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I კმ 80-კმ110 (ხულო-გოდერძის უღელტეხილი)) მშენებლობის განხორციელების მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის განახლების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I კმ 80-კმ110 (ხულო-გოდერძის უღელტეხილი)) მშენებლობისათვის, 2013 წელს შედგენილია საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროებს განახლებას.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში - დეპარტამენტი) უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, არსებული საპროექტო დოკუმენტაციის განახლების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა დეპარტამენტმა განახორციელოს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან - ქვეპროგრამა „ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I კმ 80-კმ110 (ხულო-გოდერძის უღელტეხილი)) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია“.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება დეპარტამენტს, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი