დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ცოდნისათვის“ სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით, დროებით (5 (ხუთი) წლის ვადით) სარგებლობაში გადაცემის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისისათვის“ თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021661 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1206
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „ცოდნისათვის“ სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით, დროებით (5 (ხუთი) წლის ვადით) სარგებლობაში გადაცემის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისისათვის“ თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისს“ (შემდგომში - კოლეჯი), თავის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, სარაჯიშვილის გამზირის №108-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.04.023.037) ნაწილი - 1749.716 კვ.მ ფართი, კერძოდ: №3/3 შენობის პირველი სართულის - 453,639 კვ.მ, მე-2 სართულის - 341,728 კვ.მ, №4/2 შენობის პირველი სართულის - 334,435 კვ.მ, მე-2 სართულის - 343,011 კვ.მ, №9/1 შენობის პირველი სართულის - 211,146 კვ.მ, ანტრესოლის - 45,057 კვ.მ და №8/1 შენობის პირველი სართულის - 20,7 კვ.მ ფართი აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით, სასყიდლით (ყოველთვიურად - 3744 ლარი), 2016 წლის პირველი აგვისტოდან 5 წლის ვადით გადასცეს შპს „ცოდნას“ (ს/კ: 209467673) შემდეგი პირობებით:
ა) შპს „ცოდნის“ მიერ, 5 წლის განმავლობაში, მოძიებულ იქნება ალტერნატიული ფართი და ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ გაათავისუფლებს ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ფართს კოლეჯის შემდგომი განვითარებისათვის;
ბ) შპს „ცოდნის“ მიერ შესრულდება ამ განკარგულებით გათვალისწინებული და ამ განკარგულების საფუძველზე შპს „ცოდნასა“ და კოლეჯს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები