დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმისა და მისი აღწერილობის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 11/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016083 |
|
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმისა და მისი აღწერილობის“ დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ 113-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 88-ე პუნქტისა და მე-14 მუხლის, „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის №430 დადგენილების მე-8 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის“ ფორმა და მისი აღწერილობა (დანართის №1). |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმა და მისი აღწერილობა
|
1. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გასაცემი საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმა წარმოადგენს ფერად A4 ფორმატის ერთფურცლიან ბლანკს.
2. ლიცენზიის ფორმის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: საქმიანობის ლიცენზიის N, ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის თარიღი, სამართლებრივი საფუძვლები, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. ლიცენზიის ფორმის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, დამკვეთის – „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები - სფს. 3. ლიცენზიის ფორმის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი. 4. ლიცენზიის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) ბამბის 100%, 110± გრ/მ2 ქაღალდი, ქარხნული ექსკლუზიური წყლის ნიშანი, უხილავი ფიბრებით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინისცენციას; ბ) ექსკლუზიურ გილიოშურ დამცავ ბადეს; გ) პირველი სამი ხაზის მაგივრად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითება „საზღვაო ტრანპორტის სააგენტო“; დ) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინისცენციას. |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქმიანობის ლიცენზია № ლიცენზიის მფლობელი: ___________________________________________ ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, განახორციელოს _________________________________________________________________________________ (საქმიანობა) ლიცენზიის გაცემის თარიღი: ____ ____ 20--წ. (რიცხვი, თვე, წელი) ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააუქმოს მის მიერ გაცემული ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში. თუ ლიცენზიის მფლობელმა სრულად ამოიღო სალიცენზიო ობიექტი, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: _____________________________ ბ. ა. ლიცენზიის ყალბი ფორმის დამზადება ისჯება კანონით. დამამზადებელი: დამკვეთი: სფს-ს რეგისტრაციის №. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები