დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფ/პ მამუკა დოლიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1199 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021654 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1199
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფ/პ მამუკა დოლიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თელავში, სოფელ იყალთოში მდებარე 28 074 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.12.38.038), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 28 100 (ოცდარვა ათას ასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ფ/პ მამუკა დოლიძეს (პ/ნ: №01008001378).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ფართობის არანაკლებ 70%-ზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება;
ბ.ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე ან/და მის ნაწილზე ინფრასტრუქტურის მოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) შიდა გზების მოწყობას, დამცავი მესრით უზრუნველყოფას);
ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:
გ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;
გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში და ყოველი მე-5 (მეხუთე) წლის ბოლოს, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
3. ფ/პ მამუკა დოლიძე ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები