დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1193 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021648 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1193
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ განახორციელოს სს „თიბისი ბანკის“ მიერ, ამავე პროგრამის ფარგლებში, სს „ქართული ლუდის კომპანიისათვის“ (ს/კ: 404900737) დამტკიცებული 3,000,000 (სამი მილიონი) ევროს ოდენობის კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მე-5 და მე-6 მუხლებით პროგრამის ბენეფიციარისთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით.
2. სს „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდეს კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში და მისი ოდენობა განისაზღვროს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8%-ის ოდენობით, ამავე სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები