იუნიორ ძალოსანთა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

  • Word
იუნიორ ძალოსანთა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021635
  • Word
1179
22/06/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
000000000.00.003.021635
იუნიორ ძალოსანთა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1179

2016 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

იუნიორ ძალოსანთა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

       1. „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, იუნიორ ძალოსანთა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში (ქ. თბილისი, 2016 წლის 23 ივნისი - 2016 წლის 2 ივლისი) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 3 ივლისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული ჩემპიონატის მონაწილე ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯი, მენეჯერი, დელეგაციის ხელმძღვანელი).

       2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სიის შესაბამისად.

       3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი იუნიორ ძალოსანთა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის)  რაიმე ფორმით აღიარებას.

პრემიერ-მინისტრი              გიორგი კვირიკაშვილი