დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კასპის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021625 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1169
2016 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
კასპის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება კასპის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულების საფუძველზე – 114 141 (ას თოთხმეტი ათას ას ორმოცდაერთი) ლარის და „საქართველოს რეგიონებში ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №772 განკარგულების საფუძველზე – 138 390 (ას ოცდათვრამეტი ათას სამას ოთხმოცდაათი) ლარის ეკონომიები, ჯამში – 252 531 (ორას ორმოცდათორმეტი ათას ხუთას ოცდათერთმეტი) ლარი გამოიყენოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების განსახორციელებლად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები