დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021624 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1168
2016 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში – კომპანია) განახორციელოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტროსათვის განსაზღვრული „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 04 07) გათვალისწინებული ასიგნებებიდან 20 000 (ოცი ათასი) ლარის კომპანიისათვის გადარიცხვა და მისი კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.
3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები