დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ისათვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021618 |
საქართველოს მთავრობის
განკარულება №1162
2016 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ისათვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. კირნათი ჰესისა და ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს (ს/კ: 245591426) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №22.32.02.372; №22.32.01.178; №22.32.02.337; №22.32.02.374; №22.32.02.351; №22.32.02.373; №22.32.01.210; №22.28.11.054; №22.31.03.318; №22.31.03.319; №22.31.03.320; №22.31.03.321; №22.31.03.322 და №22.31.01.789) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:
ა) 151 (ას ორმოცდათერთმეტი) ინდივიდი ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill);
ბ) 1 (ერთი) ინდივიდი უთხოვარი (Taxus baccata L.);
გ) 8 კბ კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.).
2. შპს „აჭარ ენერჯი 2007“ ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები