დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1161 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021617 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1161
2016 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიას“ (ს/კ: 404904458) მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. სელექციაში მდებარე, №72.02.42.245 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №4 შენობა-ნაგებობა, ერთი წლის ვადით.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები