საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021616
  • Word
1160
17/06/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
000000000.00.003.021616
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარულება №1160

2016 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობასა და აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდს (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) შორის 2015 წლის 30 სექტემბერს „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდსა და საქართველოს შორის“ ჩარჩოხელშეკრულების მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №1612 განკარგულების საფუძველზე გაფორმებული საგრანტო ჩარჩოხელშეკრულების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდს (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) შორის „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა“ პროგრამის ფარგლებში გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი GEO-H-NCDC.

2. პროგრამის მიზნებისა და ამოცანების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების დაწყების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის პირველი ივლისი.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიეცეს უფლება, პროგრამის განხორციელებაში მონაწილე ორგანიზაციებს დროებით სარგებლობაში გადასცეს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის დაფინანსების ფარგლებში შეძენილი ქონება, საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე.           

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი