დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021613 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1157
2016 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები