სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021612
  • Word
1156
17/06/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
000000000.00.003.021612
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარულება №1156

2016 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“    (ს/კ: №203866824) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით:

ა) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული უძრავი ქონება;

ბ) თხოვების უფლებით გადასცეს ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული მოძრავი ქონება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს ამ განკარგულების №1 და №2 დანართებით გათვალისწინებული უზუფრუქტის და თხოვების საგნების მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი