დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.127.016209 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. შევიდეს ცვლილებები „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №27 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/10/2015 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 01.0250050.35.127.016187) და №1 დანართში:
1) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია: ა) ზესტაფონის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქალაქი ზესტაფონი); ბ) შორაპნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - შორაპანი); გ) ძირულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ძირულა ( სოფლები: ძირულა, დიდი განთიადი, პატარა სამება, აჭარა, ვაშპარიანი, ლელაძისეული, ღვერკი, ქვედა წევა, ზედა წევა)); დ) პირველი სვირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი პირველი სვირი); ე) მეორე სვირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - მეორე სვირი (სოფლები: მეორე სვირი, სადგური სვირი)); ვ) კვალითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - კვალითი (სოფლები: ქვედა კვალითი, შუა კვალითი)); ზ) ცხრაწყაროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ცხრაწყარო (სოფლები: ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, კვალითი)); თ) კლდეეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - კლდეეთი (სოფლები: ქვედა კლდეეთი, ზედა კლდეეთი, ტაბაკინი, კინოთი, ალავერდი, მწყერიციხე, თვრინი)); ი) ფუთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ფუთი); კ) ილმის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ილემი (სოფლები: ქვედა ილემი, ზედა ილემი)); ლ) როდინაულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - როდინაული (სოფლები: როდინაული, სვეტმაღალი, ცხენთარო, აჯამეთი); მ) სანახშირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სანახშირე (სოფლები: სანახშირე, საღვინე, მარტოთუბანი, ზედა წიფლავაკე, ქვედა წიფლავაკე); ნ) ზედა საქარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ზედა საქარა (სოფლები: ზედა საქარა, ბეღლევი)); ო) ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქვედა საქარა (სოფლები: ქვედა საქარა, ჭალატყე, არგვეთა)); პ) დილიკაურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - დილიკაური (სოფლები: დილიკაური, ქველეთუბანი)); ჟ) ბოსლევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ბოსლევი(სოფლები: გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი, მარჯვენა რკვია,მარცხენა რკვია, დიდწიფელა, ბეღლევი)); რ) ქვედა საზანოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქვედა საზანო (სოფლები: ქვედა საზანო, ტყლაპი-ვაკე, შიმშილაქედი, სასახლე)); ს) ზოვრეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ზოვრეთი); ტ) შროშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - შროშა ( სოფლები: შროშა, საწუმბო, ამსაისი, საწაბლე)).“
2) დაემატოს 152 მუხლი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „მუხლი 152 გამგებლის წარმომადგენლის მიერ ბავშვის დაბადებისა და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის მიმართვა სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 1.სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამგებლის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან განახორციელონ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალიწინებული პროცედურები ამავე კანონის XII თავით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება გამგებლის წარმომადგენელს ეკისრება იმ შემთხევვაში, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე. ამ შემთხვევაში წარმომადგენელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის XII თავით დადაგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობინებიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის მქონე პირის დახმარების გარეშე დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში. 3. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრება უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. პირის გარდაცვალების შესახებ შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით. პირის გარდაცვალების შესახებ ოქმი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 5. გამგებლის წარმომადგენელი პირის გარდაცვალების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად შედგენილ ოქმს. 6. თუ გამგებლის წარმომადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს“. |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები