„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016268
15
07/07/2016
ვებგვერდი, 12/07/2016
010260020.35.113.016268
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 7 ივლისი

ქ. ოზურგეთი

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.ვ1“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნტის, 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 72-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ( www.matsne gov.ge. 06/08/2014. ს/კ 010260020.35.113.016160) და დადგენილების თანდართული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ1“ ქვეპუნქტი:

„ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში მიმართავს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;

კ) „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში ადგენს ოქმს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც წარუდგენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია