„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის N59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის N59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 06/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.43.048.016017
101
06/07/2016
ვებგვერდი, 07/07/2016
010320040.43.048.016017
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის N59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
 

            საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის

                                 ბრძანება №101

                                                     2016 წლის 6 ივლისი

                                                          ქ. თბილისი

 

„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/04/2016, 010320040.43.048.016016) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1

მოსამსახურის ქცევის წესი

 

მუხლი 161. მოსამსახურის ქცევის წესი

1. მოსამსახურე სამსახურებრივ საქმიანობაში განუხრელად უნდა იცავდეს კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, ზნეობრივ და მორალურ პრინციპებს.

2. მოსამსახურეებს შორის ურთიერთობა ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგსა და დისციპლინას, სუბორდინაციასა და კოლეგიალობას. მოსამსახურე უნდა იყოს მოწესრიგებული, კოლეგებთან უნდა იქონიოს კორექტული ურთიერთობა. იმავდროულად უნდა იყოს შეურიგებელი კოლეგის მიერ დაშვებული გადაცდომის მიმართ.

3. მოსამსახურე ყოველთვის უნდა იქცეოდეს ღირსეულად, იმოქმედოს ქვეყნისა და სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე და დააყენოს ისინი პირად ინტერესებზე მაღლა.

მუხლი 162.  მოსამსახურის ქცევის შეზღუდვები

1. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაციის, დოკუმენტის და პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის ინტერესის შელახვა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სხვა პირთა თანდასწრებით სამსახურებრივ საკითხებზე საუბარი. მოსამსახურემ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ყოფით საუბრებში სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით უნდა გამოიჩინოს ზომიერება და სიფრთხილე.

3. მოსამსახურეს ეკრძალება სამორინეებში, სლოტ-კლუბებში და სხვა სახის აზარტული თამაშების სალონებში სათამაშოდ და გასართობად სიარული, აგრეთვე ინტერნეტში არსებული აზარტული თამაშების ვებგვერდებზე თამაში, გარდა სადაზვერვო და ოპერატიულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა.

4. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, გარდა სადაზვერვო და ოპერატიულ ან/და ოფიციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა.

5. მოსამსახურემ არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით, არ გამოიყენოს სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები  პირადი ინტერესებისათვის ან რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად.           

6. მოსამსახურისათვის დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

7. მოსამსახურემ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ისეთი მოქმედებისაგან (ალკოჰოლის მიღება უზომოდ, ამორალური საქციელი და სხვა), რომელიც ზიანს მიაყენებს მოსამსახურის ან/და სამსახურის რეპუტაციას.

მუხლი 163. მოსამსახურის პასუხისმგებლობა

ამ თავით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევა გამოიწვევს მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“ ;

გ) მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 40. წოდების ვადამდე მინიჭება

1. მოსამსახურეს სპეციალური ან სამხედრო წოდება ვადამდე ენიჭება:

ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

გ) კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით.

2. განსაკუთრებულ დამსახურებად სამხედრო მოსამსახურისთვის მიჩნეულ იქნეს სამსახურის გავლის პერიოდში გამოჩენილი მაღალი ინდივიდუალური სამხედრო მომზადების გამომჟღავნება, სადაზვერვო დავალების წარმატებით შესრულება ან/და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.“ .

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსიდავით სუჯაშვილი