დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.22.025.016203 |
47
05/07/2016
ვებგვერდი, 07/07/2016
300280000.22.025.016203
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ც“ პუნქტის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
მე-6 მუხლს მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ბ) განაცხადით მოთხოვნილი რაოდენობები არ არის გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ბალანსით, გარდა ამ მუხლის მე-51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.„ |
2.
მე-6 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსი 51 პუნქტი:
„51 მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტი და სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ოდენობის ზევით ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის შესახებ.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები