„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016297
15
05/07/2016
ვებგვერდი, 08/07/2016
010250050.35.117.016297
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 5 ივლისი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ (www.matsne.gov.ge; 17.07.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016186) შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:
ა) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ1“ ქვეპუნქტი:

„ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;

ბ) დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, დასახლების საერთო კრებების ორგანიზება, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება და გაცემა, მოქალაქეთა მიღება „ერთი ფანჯრის პრინციპით“, მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება, პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის საქმიანობის ორგანიზება.“;

გ) დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. გამგებლის წარმომადგენელმა „სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ვალდებულების შესაბამისად, შესაბამის დასახლებაში ბავშვის დაბადებისა და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.“;

დ) დებულების 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.“;

ე) დებულების 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 3 ივლისიდან წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი