„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2016
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.155.016198
15
04/07/2016
ვებგვერდი, 08/07/2016
010250000.35.155.016198
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 4 ივლისი

ქ. წალკა


 

„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15  დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების  შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „წალკის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  24 ივლისის №15 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.155.016130, 30/07/2014 წ.)  დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენელის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და, აგრეთვე, მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ)უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მის სამოქმედო ტერიტორიაზე დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, შეტყობიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

თ) ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ადგენს მის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შესახებ ოქმს და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, შეტყობიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;

ი) თუ არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, სამოქალაქო აქების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე მიმართავს ოქმის შედგენის გარეშე;

კ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

2.  361 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი