დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016278 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის №17 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.166.016266, 08.04.2016 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესის“ პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემედეგი რედაქციით: „6. აუქციონზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება განსათავსებელი სარეკლამო საშუალების სავარაუდო ფართის მიხედვით და შეადგენს 1 კვ.მ-ზე 2 ლარს;“. 2. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემედეგი რედაქციით: „3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის საფასურის სრულად გადახდისთანავე, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები