დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.174.016162 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 08/08/2014, 010250040.35.174.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 84-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 84. საკრებულოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) მიღების წესი“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 84-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ რეგლამენტის 83–ე მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ. საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და მერიის დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან, მერთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არარსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.“ ; გ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დებატების დამთავრების შემდეგ, კენჭისყრამდე საკრებულოს წევრს, საკრებულოს კომისიას ან საკრებულოს ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტის კომისიაში ხელახალი დაბრუნების ან სხვა კომისიაში გადაცემის შესახებ, შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 84-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 8. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტის განხილვის შემდეგ დაუყოვნებლივ ეწყობა კენჭისყრა. თუ ნორმატიული აქტის პროექტში შეტანილ იქნა შესწორებები, წინასწარი კენჭისყრა ტარდება შეტანილ შესწორებათა ერთ ტექსტამდე დაყვანის მიზნით.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 84-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტის მიღების შესახებ მიიღება თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 95-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 95. სამართლებრივი აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით“ ზ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 95-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერს უფლება აქვს ამ რეგლამენტის 84-ე მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტი ხელახალი განხილვის საკითხი მისი აუცილებლობის მოთხოვნით.“; თ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 95-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მერს ეთქმევა უარი, თუ ამ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხვა შემთხვევაში შეიქმნება შემთანხმებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტს.“; ი) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 95-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს სხდომა, შემთანხმებელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტის განხილვას იწყებს ამ რეგლამენტის 84–ე მუხლით დადგენილი პროცედურის დაცვით.“ კ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 95-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ საკრებულოს მიერ ხელახლა იქნა უარყოფილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტი, იგი მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება იქნეს შემოტანილი ხელახლა განსახილველად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები