დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.144.016254 |
|
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” www.matsne.gov.ge, 21/07/2014; 010260030.35.144.016154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე.ვ1“ ქვეპუნქტი: ,,ე.ვ1)კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“ ; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. გამგებლის წარმომადგენელი: ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას; ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ხელმოწერითა და ბეჭდით ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, ასევე შეტყობინებებს დაბადებისა და გარდაცვალების ფაქტის შესახებ; ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; ზ) დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თობაზე შეტყობიდან, ან, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ – დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში; თ) პირის გარდაცვალების თაობაზე ადგენს ოქმს პირის გარდაცვალების შესახებ და გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ საკმარისი და უტყუარი ინფორმაციის არარსებობისას, ოქმის შედგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ატყობინებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თობაზე ოქმის შედგენის გარეშე; ი) აწარმოებს შემოსული განცხადებებისა, გასული ცნობების და მიმრთვების რეესტრს, რომელზეც ანგარიშს ასლებთან ერთად კვარტალში ერთხელ, მომდევნო კვარტალის პირველი თვის 5 რიცხვამდე წარუდგენს გამგებელს; კ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: ,,5) გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომელიც გამოიყენება წარმომადგენლისათვის ამ დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად.“ ; დ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი: ,, 371 მუხლი. გამგეობის კომისიების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება;“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 38. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება 1.გამგეობის თანამდებობის პირების და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. 2. გამგეობის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები