„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 74/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 19/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017148
74/ნ
06/07/2016
ვებგვერდი, 07/07/2016
040030000.22.022.017148
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №74/ნ

2016 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის №199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის №199/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge., 06/12/2013 სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016719) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების:

1. მე-5 მუხლის:

ა) „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;

გ) პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების განხორციელების კოორდინაცია;

დ) პროფესიული განათლების განვითარების მიზნით ღია კონკურსების ორგანიზება, პროექტების შეფასებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კონტროლი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა,  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობა;“

გ) ,,ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელების მიზნით;“;

ე) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) პროფესიული განათლების სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების -საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია.“.

2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სპეციალისტი.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროფესიული განათლების სფეროში არსებული პრობლემების ანალიზი და ამ პრობლემათა აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და პროგრამების განხორციელების ანალიზსა და შეფასებაში მონაწილეობა;";

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) პროფესიული განათლების სფეროს ირგვლივ ჩამოყალიბებულ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში, ასევე  უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საინფორმაციო ცენტრების კოორდინაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაციის პერიოდში;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“- „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორების იდენტიფიკაცია და სეგმენტაცია;

ბ) სოციალური პარტნიორობის მექანიზმების განსაზღვრა და ამ მექანიზმების მუშაობის ხელშეწყობა;

გ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორების საქმიანობის კოორდინაცია;“;

ბ)  „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართვის მექანიზმების შემუშავება;

ი) პროფესიული განათლების ვებპორტალის ადმინისტრირება;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა