„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016878
148
05/07/2016
ვებგვერდი, 06/07/2016
200090000.22.033.016878
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №148

2016 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დანართი №I-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) 61-ე უჯრაში – ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომელზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა;

შენიშვნა: აღნიშნულ უჯრაში არ შეიტანება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით“ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია;“.

5. 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს შემოსავლების მიმღებ პირთა იდენტიფიცირების გარეშე, თუ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით“ ზემოაღნიშნულ პირებზე ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას;“.

6. 1112 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია არასრულად არის წარმოდგენილი, შემოსავლების სამსახური ფიზიკურ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ შემთხვევაში ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება ფიზიკური პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“.

7. 112-ე მუხლის მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

„19. 2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის განხორციელების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია აქციზის გადაანგარიშებისა და შემცირების მიზნით  საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დარიცხული აქციზის გადაანგარიშების შესახებ“ განაცხადი (დანართი NVIII-01).“.

8. 112-ე მუხლის შემდეგ დაემატოს დანართი NVIII-01 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 18 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური