„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 305
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019370
305
01/07/2016
ვებგვერდი, 06/07/2016
040030000.10.003.019370
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №305

2016 წლის 1 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2014, 040030000.10.003.017765) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაცია და დახმარება.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა თავშესაფრით (მსხვერპლზე/დაზარალებულზე დამოკიდებულ პირებთან ერთად), იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის და/ან სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა  იურიდიული, ფსიქოლოგიური დახმარებითა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით უზრუნველყოფა;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1, „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტები:

„ვ1)  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა თავშესაფრით (მსხვერპლზე/დაზარალებულზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) ან კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებებით (სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით უზრუნველყოფა, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა და/ან სხვა სახის მომსახურება) უზრუნველყოფა;  
2) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებებით (სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება)   უზრუნველყოფა;

3) საჭიროების შემთხვევაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/ დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა;“;                   
დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა, ასევე მათზე დამოკიდებულ პირთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა (შემდგომში – ფონდის ბენეფიციარი) პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;“;

ე) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დაკისრებული მიზნების მისაღწევად, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ასევე სტრუქტურული (თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) შექმნა, გარდაქმნა და ლიკვიდაცია;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურული (თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია, მართვა და კონტროლი;“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფონდი დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მეშვეობით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:

„21. ფონდის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს დირექტორი.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შინაგანაწესით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს დირექტორი.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტრუქტურულ (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიულ (ფილიალი) ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ფონდის დირექტორი, ფონდის სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) ხელმძღვანელი ან ფონდის სხვა თანამშრომელი.“.

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის ფონდის დირექტორის მოადგილ(ეებ)ის, სტრუქტურული (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამტკიცებს ფონდის ცენტრალური აპარატის დებულებას, სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) შინაგანაწესსა და ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) დებულებას;“;  

გ)  „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ახორციელებს ფონდის ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი