„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019365
300
01/07/2016
ვებგვერდი, 06/07/2016
010220020.10.003.019365
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №300

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2012, 010220020.10.003.016810) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის:

მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „MCA-Georgia“ თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის ხელმოწერილი კომპაქტით (მე-2 კომპაქტი), „MCA-Georgia“-ს რეგლამენტით, ამ დებულებითა და „MCA-Georgia“-ს აღმასრულებელი დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით.“;

) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. „MCA-Georgia“-ს იურიდიული მისამართია: კოსტავას ქ. №5, 0108, თბილისი, საქართველო.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მე-2 კომპაქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული ან მე-2 კომპაქტით აღებული ვალდებულებების, „MCA-Georgia“-ს მიერ მიღებული შიდა აქტებითა (მათ შორის, „MCC“-სთან შეთანხმებით მიღებული რეგლამენტით) და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება.“.

3.  მე-4 მუხლის:

) მე-2 პუნქტისა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხმის უფლების მქონე 7 წევრისგან, რომელთაგან 5 მთავრობის წევრია, 2 - კერძო სექტორის და სამოქალაქო (არასამთავრობო) საზოგადოების წარმომადგენელი. მთავრობის წევრები საბჭოს წევრები არიან შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის ვადით, ხოლო კერძო სექტორის და სამოქალაქო (არასამთავრობო) საზოგადოების წარმომადგენლები შეირჩევიან 3 წლის ვადით;“;

) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში,  საბჭოს დამსწრე წევრთაგან ხმათა უმრავლესობით სხდომის თავმჯდომარედ არჩეული პირი. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ        4 წევრისა, რომელთაგან, სულ მცირე, 3 წევრი არის მთავრობის წევრი და სულ მცირე, ერთი წევრი - კერძო სექტორის ან სამოქალაქო (არასამთავრობო) საზოგადოების წარმომადგენელი.“.

4.  მე-4 მუხლის 51 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 და 53 პუნქტები:

„52. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაუდებელი გადაწყვეტილებები შესაძლებელია მიღებულ იქნეს სხდომის ჩატარების გარეშე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა გამოკითხვის წესით, თუ:

 ა) გადაწყვეტილების წერილობითი პროექტი მიწოდებულია სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრისა და დამკვირვებლებისათვის;

ბ) არანაკლებ 5 წევრი, რომელთაგან არანაკლებ 4 უნდა იყოს მთავრობის წევრი და ერთი კერძო სექტორის/სამოქალაქო (არასამთავრობო) საზოგადოების წარმომადგენელი, წერილობით გამოხატავს თანხმობას გადაწყვეტილებაზე.

53. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს და დამკვირვებლებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში სატელეფონო კონფერენციის ან მსგავსი საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით. ასეთი მონაწილეობა უთანაბრდება საბჭოს სხდომაზე პირის დასწრებას.“.

5. მე-4 მუხლის  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამეთვალყურეო საბჭოს რეგულარული სხდომები იმართება, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით და/ან „MCA-Georgia“-ს აღმასრულებელი დირექტორის მოწვევით, საბჭოს სხდომები გაიმართება,  აგრეთვე,  საჭიროებისამებრ.“.

6. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მენეჯმენტის გუნდი:

ა) აღმასრულებელი დირექტორი;

ბ) ფინანსური დირექტორი;

გ) ზოგადი განათლების პროექტის დირექტორი;

დ) უმაღლესი განათლების პროექტის დირექტორი;

ე) ინფრასტრუქტურის მთავარი ინჟინერი;

ვ) შესყიდვების დირექტორი;

ზ) გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი;

თ) ბიზნესთან, მთავრობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი;

ი) იურიდიულ საკითხებში დირექტორი;

კ) მონიტორინგისა და შეფასების დირექტორი;

ლ) გენდერული და სოციალური შეფასების დირექტორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი