„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 360090000.10.003.019364
299
01/07/2016
ვებგვერდი, 06/07/2016
360090000.10.003.019364
„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №299

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში (სსმ, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის“:

 1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ზ) დროებითი სადგომი – სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში, აეროპორტებსა და ნავსადგურებში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც შესაძლებელია რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (მათ შორის, ბარგის, ხელბარგის) ან/და მისი გადამტანი ან შემცველი სატრანსპორტო საშუალებების დროებით   უსაფრთხო განთავსება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემდგომ იზოლირებამდე ან მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე. დროებითი სადგომის ადგილს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ორგანო,  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შეთანხმებით;“.

2. მე-3  მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო);“.  

3. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები: სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ  − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;“.

4.  მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5.  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ შეტყობინებების დღე-ღამის განმავლობაში შეუფერხებლად მიღებას და აღნიშნულ შეტყობინებათა მიღებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 საათის განმავლობაში, შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას გამოვლენილი მასალის იდენტიფიკაციასა და იზოლირებაში.“.

6.  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღმომჩენი სისტემებისა და აპარატურის კალიბრაციას და საჭიროების შემთხვევაში, იწვევს   საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ან სხვა შესაბამისი ორგანოს/დაწესებულების წარმომადგენლებს ან მიმართავს შესაბამის ლაბორატორიას;

ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს რადიოაქტიური წყაროების შენახვასა და გამოყენებას, საჭიროების შემთხვევაში, იყენებს სააგენტოს ან/და სხვა შესაბამისი ორგანოს/დაწესებულების რესურსებს, რაზეც შესაბამის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო;

გ) სააგენტო ვალდებულია, მიაწოდოს მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილ ორგანოსა და საგადასახადო ორგანოს, ცალკეული კატეგორიის საქონლის რადიაციული ფონის ზღვრული სანიტარიული ნორმების თაობაზე, რომლებიც გამოთვლილი იქნება საქონლის სხვადასხვა მოცულობით (წონით) პარამეტრებზე გადაანგარიშებით;“.  

7.  მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შეფასებას, გაუვნებელყოფას, შეფუთვას, გადაადგილებას (ტრანსპორტირებას), იზოლირებასა და შენახვას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც აღნიშნულ სფეროში იმავდროულად ახორციელებს პასუხისმგებელი ორგანოების მოქმედებების კოორდინირებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ არ დაფიქსირდა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების გატანისათვის პასუხისმგებელი პირი, სააგენტო ვალდებულია, ორგანიზება გაუკეთოს (ან თვითონვე განახორციელოს) აღმოჩენილი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების გაუვნებელყოფას (შეფუთვას, უსაფრთხო გატანას ან/და მის განთავსებას შესაბამის საცავში).

3. რადიაციული უსაფრთხოების პირობების დაცვის, მათ შორის, აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერებების იზოლირების, ადგილზე დროებით შენახვის, გადატანისა და საცავში განთავსების ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.“.

8.  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სწავლების დასრულების შემდეგ შეაფასოს გადამზადების პროცესში ჩართული სპეციალისტების (ექსპერტების) მომზადების დონე, გარდა „მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის“ პროგრამით მომზადებული სპეციალისტებისა.“.

9.  მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „12. განგაშის დადასტურების შესახებ ინფორმაციას ცგს-ის ოპერატორი დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს,  სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს (სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს).“.

10. მე-8 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. იმ შემთხვევაში, თუ არ დაფიქსირდება ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების გატანისათვის პასუხისმგებელი პირი, სააგენტო ვალდებულია, ორგანიზება გაუკეთოს (ან თვითონვე განახორციელოს) აღმოჩენილი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების უსაფრთხო შენახვას, გატანასა და საცავში მის განთავსებას.“.

11. მე-8 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „15. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები, მათ შორის, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების გადაზიდვის მარშრუტის, მისი საბოლოო განთავსების ადგილისა და გაუვნებელყოფის შედეგების შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფსა  და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს.“.

 12. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიზნით საქართველოს ნავსადგურებსა და აეროპორტებში გასატარებელი ღონისძიებები

1. ნავსადგურებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან კოორდინაციით და ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელშეწყობით,  უზრუნველყოფს:

ა) ნავსადგურის ტერიტორიაზე ავტომანქანის, ქვეითად მოსიარულეთა და მატარებლის შემოსვლა-გასვლის კონტროლს;

ბ) შიდა ტერიტორიისა და ობიექტების დაცვას, ხოლო ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, შენობებიდან ხალხის ევაკუაციას;

გ) განგაშის გამომწვევი საავტომობილო ტრანსპორტის, მატარებლის შემადგენლობის, ასევე ქვეითად მოსიარულე მგზავრების შეჩერებას და მეორადი შემოწმების მიზნით, შემმოწმებელი ჯგუფის გამოძახებას;

 დ) ნავსადგურის ტერიტორიაზე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტისათვის დროებითი სადგომის გამოყოფას;

ე) მატარებლის ვაგონის/შემადგენლობისა და საავტომობილო ტრანსპორტის დროებითი სადგომის ადგილზე გადაყვანას;

ვ) ქვეითად მოსიარულეთა დაკავების შემთხვევაში, იზოლირებული ოთახის გამოყოფას;

ზ) აღმოჩენილი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების დაცვას ან/და შენახვას (შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით), სანამ არ მოხდება აღნიშნული ნივთიერებების საცავში ან სხვა ადგილას გადატანა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან კოორდინაციითა და აეროპორტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, უზრუნველყოფს:

ა) აეროპორტის ტერიტორიაზე საეჭვო ბარგისა და ხელბარგისათვის სპეციალური (დროებითი) სადგომის გამოყოფას;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, სპეციალურ სათავსოში საეჭვო ბარგის გადატანას;

გ) დაკავებული ან/და საეჭვო ბარგის მფლობელი მგზავრებისათვის იზოლირებული ოთახის გამოყოფას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შემმოწმებელი ჯგუფისათვის დახმარების აღმოჩენას;

ე) შიდა ტერიტორიისა და ობიექტების დაცვას, ხოლო ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, შენობებიდან ხალხის ევაკუაციას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი