,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016196
14
04/07/2016
ვებგვერდი, 08/07/2016
010250020.35.109.016196
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2016 წლის 4 ივლისი

ქ. მარტვილი

 

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016109) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ე.ზ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.ზ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

ბ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ1“   ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ1) ,,სამოქალაქო  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით  ახორციელებს  დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების  მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა  და გაცემას,  პირის  გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო  აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების ,,ბ“ ქვეპუნქტი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია