დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.169.016280 |
|
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30/01/2012 წ., 010250020.35.169.016074) დამტკიცებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით (ბრძანებით) ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“. 2. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.მ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ ცნობისა), და მსგავს ფაქტებს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე არ არის გამგებლის წარმომადგენელი, ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.“ . 3. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ნ“ ქვეპუნქტი: „ე.ნ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. კომისიები ამ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილნი არიან გამოსცენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.“ . 4.დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. გამგებლის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ გამგებლის პირველ მოადგილეს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა), გამგებლის დავალებით პირველი მოადგილის მოვალეობას ასრულებს გამგებლის მოადგილე ან ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“ . 5. დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის, შემთხვევაში ან თუ გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა), გამგებლის დავალებით გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს გამგეობის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან გამგეობის მოხელე.“ . 6. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 14. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 3. გამგებლის წარმომადგენელი: ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ ცნობისა) და მსგავს ფაქტებს, რისთვისაც: გ.ა) წარმომადგენელი ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს; გ.ბ) ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, წარმომადგენელი უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მიუკერძოებელ მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ 2 მოწმისა), წარმომადგენელი ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობის შესაძლებლობის ფარგლებში; გ.გ) წარმომადგენელი ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმეები) ფიზიკური პირების ვინაობას მათ მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მეშვეობით; გ.დ) წარმომადგენელი აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტავს აქტის შინაარსს და მის სამართლებრივ შედეგებს, განცხადება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ.ე) წარმომადგენელი ვალდებულია აქტის შედგენამდე განმცხადებელს მოსთხოვოს ფაქტის დადასტურების ნამდვილობის ფაქტობრივი მდგობარეობის დადგენის მიზნით სხვადასხვა დოკუმენტი (ატესტატი, შრომის წიგნაკი, სხვადასხვა გადასახადის გადახდის ქვითარი, პოლიკლინიკაში აღრიცხვის ბარათი და სხვა). ამ დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში წარმომადგენელი დაეყრდნოს არანაკლებ ორი მოწმის ჩვენებას. დ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის XII თავით დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში. ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს აწვდის ინფორმაციას (საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმს პირის გარდაცვალების თაობაზე) პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. თუ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ უფლებამოსილ პირს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს. ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში; ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში; თ) უზრუნველყოფს გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას; ი) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან; კ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას; ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით. 4. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით), შტამპი და ბლანკი, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულებისას. 5. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.“. 7. დებულების 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) გამგეობის მოხელე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.“ . 8. დებულების 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 35. გამგეობის თანამდებობის პირისა და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება 1. გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით. 2. გამგეობის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ დადგენილების 1-ლი მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებისა.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 3 ივლისიდან.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების 1-ლი მუხლის პირველი, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 31 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები