„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.168.016191
13
01/07/2016
ვებგვერდი, 04/07/2016
010250020.35.168.016191
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2016 წლის 1 ივლისი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების  შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, 010250020.35.168.016115) დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ე.ვ1“ ქვეპუნქტი:

 

„ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, მათ შორის „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიას“, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. კომისიები ამ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილნი არიან გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი   აქტი - განკარგულება.“

2. მე-14  მუხლის  მე-3  პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„გ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, გარდა „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის დებულებით გათავლისწინებული შემთხვევებისა“.

3. მე-14 მუხლის  მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

 

„ი) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს აწვდის ინფორმაციას დაბადების რეგისტრაციის არარსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 (ერთი) თვის ვადაში“.

4. მე-14  მუხლის  მე-3 პუნქტს  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის  „კ“  ქვეპუნქტი:

 

„კ)   სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს აწვდის ინფორმაციას პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობინებიდან  5  სამუშაო დღის ვადაში“.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის მე-3  და მე-4 პუნქტებისა, რომელიც ძალაშია 2016 წლის 3 ივლისიდან.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი