„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016272
21
04/07/2016
ვებგვერდი, 04/07/2016
010260020.35.108.016272
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2016 წლის 4 ივლისი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 

   „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 01/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

     ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე.ზ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ე.ზ1“) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გაცემული კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

     ბ) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ვ1“ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა და გაცემას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას.“;

    გ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაოების კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“.

 

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების „ბ“ ქვეპუნქტი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა