დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 295 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.019360 |
|
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, 10, 28/01/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების:
1. მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს, ყოველი მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით, წარუდგენს ვაუჩერის იმავე თვის ტალონს, რის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების დაფინანსებას მომსახურების მიღების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 230 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 378 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარული დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან: ა) თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 11 ლარზე – შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში, 18 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში ნებისმიერი მიზეზით (გარდა არდადეგებისა) გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობის ნახევარზე, თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5 ან 5-ზე ნაკლებია, ხოლო, თუ წინა თვეში გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5-ზე მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე; ბ) მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო; გ) მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება. 7. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას, სააგენტო უზრუნველყოფს მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სათემო ორგანიზაციაში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით და ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე, მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 8,5 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) მოხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებული (შესწავლილი) იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის: ა.ა) არ აღემატება 57 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) – დღეში 16 ლარის ოდენობით; ა.ბ) არის 57 001 ქულიდან 70 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 13 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს; ა.გ) არის 70 001 ქულიდან 120 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 11 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს; ბ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებული (შესწავლილი) იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის: ბ.ა) არ აღემატება 65 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) – დღეში 16 ლარის ოდენობით; ბ.ბ) არის 65 001 ქულიდან 100 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 13 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს; ბ.გ) არის 100 001 ქულიდან 150 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 11 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს; გ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან, სათემო ორგანიზაციიდან და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) გაუგრძელდეს იგივე პირობებითა და ოდენობით; დ) ბენეფიციართა სრულ შეფასებამდე, ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში მცხოვრებ ბენეფიციარებსა და ფონდის ფილიალებში გადაუდებელი წესით მოთავსებულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) – დღეში 16 ლარის ოდენობით; ე) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არცერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით, სრულად – დღეში 16 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ 18 წელს ზემოთ შშმ პირების დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 100 000-ს – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 230 ლარის ოდენობით; ბ) დანარჩენ შშმ პირებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 75%-ით – თვეში 172,5 ლარის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან თვეში 57,5 ლარს.“; გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. დღის ცენტრში შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 230 ლარის ოდენობით. ამასთან, დაფინანსების აღნიშნული პირობა გავრცელდება 2016 წლის ივლისისა და შემდგომ პერიოდში მოქმედ ვაუჩერის ტალონებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები