დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.170.016208 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/07/2016 - 03/08/2018)
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი, თანახმად №1 დანართისა; ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა, თანახმად №2 დანართისა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი |
აღწერილობა
გერბის ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. გერბის ფარს გარს არტყია შესამკობელი - ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ზუგდიდი." სადევიზე ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი. |
დანართი № 2
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა |
![]() აღწერილობა დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის, ლაჟვარდისფერ ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. დროშის პროპორციაა 2:3. |
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები