აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/06/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016192
24
29/06/2016
ვებგვერდი, 04/07/2016
010320040.32.061.016192
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №24

2016 წლის 29 ივნისი

 ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის 11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“, №5, 24.02.2005წ., მუხლი 15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“.

2. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „კ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პროტოკოლის სამსახური.“.

3. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა, მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე, აგრეთვე, მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო რეაგირება;

ბ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების მოწყობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის, მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზება;

გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, სხვადასხვა საკითხებზე სოციოლოგიური კვლევების ორგანიზება და განხორციელება;

დ) სამთავრობო ვებგვერდის, სააგენტო Abkhazia News-ისა და ფეისბუკგვერდის მართვა;

ე) მედიამონიტორინგის განხორციელება, საინფორმაციო კრებსების შედგენა და წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;

ვ) სამთავრობო ვებგვერდზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის განთავსება;

ზ) მთავრობის ვებგვერდის ინტერნეტტექნოლოგიებითა და ინოვაციებით უზრუნველყოფა;

თ) სააგენტო Abkhazia News-ში საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაშუქების მიზნით ოპერატიული, ექსკლუზიური მასალების მოპოვება და გავრცელება;

ი) უცხო ენაზე მოპოვებული ინფორმაციის სწრაფი თარგმნა ან საერთო შინაარსის გადმოცემა და მათი ოპერატიული გამოქვეყნება („გარდიანის“, „ვაშინგტონ პოსტის“, „ნიუ-იორკ ტაიმსის“, „ელ პაისის“, „ბიბისის“ და სხვა გავლენიანი გამოცემების და სააგენტოების გამოყენება);

კ) აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტში ყოფნისა და საჭირბოროტო საკითხებზე გასაუბრების მიზნით სპეციალური გვერდისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სვეტის გამოყოფა და მისი უზრუნველყოფა შესაბამისი დიზაინით;

ლ) საიტებთან არსებული ბლოგების მართვა;

მ) ვებგვერდის, ფეისბუკგვერდისა და Abkhazia News-ის სრული ინტეგრაციის მიზნით, მისი მუდმივი კონტროლი ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფისათვის;

ნ) საინფორმაციო საშუალებებისა და სოციალური ქსელების მაქსიმალურად გამოყენება მთავრობის ფეისბუკგვერდისა და საიტის პოპულარიზაციის, ასევე, ახალი სააგენტოს მუშაობის განვითარებისათვის;

ო) ახალ სიმბოლოებსა და ლოგოებზე მუშაობა სამთავრობო ვებგვერდის, ფეისბუკგვერდისა და სააგენტოს მოდერნიზაციისა და მათი სრული რეორგანიზაციის მიზნით;

პ) ახალი ტექნოლოგიების თანმიმდევრულად დანერგვა-გამოყენება სააგენტოს სამომავლო განვითარებისათვის;

ჟ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის სათარჯიმნო მომსახურება;

რ) მთავრობის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ს) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

4. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მთავრობის თავმჯდომარის საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მთავრობის თავმჯდომარის სტუმრების ვიზიტების მაღალ დონეზე ჩატარების, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარესთან უცხოელი სტუმრების აუდიენციების უზრუნველყოფა;

ბ) სხვადასხვა სადღესასწაულო და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზება;

გ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება;

დ) მთავრობის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ე) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                        ვახტანგ ყოლბაია