ამნისტიის შესახებ

ამნისტიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5577-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 080050000.05.001.018179
5577-IIს
24/06/2016
ვებგვერდი, 05/07/2016
080050000.05.001.018179
ამნისტიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ამნისტიის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს.

მუხლი 1

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის 70 (სამოცდაათი) წლის ან 70 (სამოცდაათ) წელზე მეტი ასაკის, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული ქალი – 65 (სამოცდახუთი) წლის ან 65 (სამოცდახუთ) წელზე მეტი ასაკის, თუ მან ჩაიდინა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა იმავე კოდექსის 110-ე–115-ე მუხლებით, 118-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1433 მუხლის პირველი ნაწილით, 1442 მუხლით, 1443 მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 174-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1941 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 253-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 2551 და 2552 მუხლებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 262-ე მუხლის 11 ნაწილით, 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, 264-ე მუხლის პირველი ნაწილით, 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, 268-ე მუხლის პირველი ნაწილით, 269-ე და 270-ე მუხლებით, 271-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე მუხლით, 285-ე მუხლის პირველი ნაწილით, 286-ე და 317-ე მუხლებით, 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 320-ე მუხლის პირველი ნაწილით, 321-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3221 მუხლით, 3222 მუხლის პირველი ნაწილით, 3301 მუხლის პირველი ნაწილით, 331-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3312 მუხლით, 335-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3391 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, 364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 365-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 378-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 3781 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 3782, 381-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულისა;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელმაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, გარდა იმავე კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა, იმ პირობით, თუ თითოეული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულს ოჯახის არცერთი ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებულის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, იმ პირობით, თუ თითოეული დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) თუ დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებულის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება; 

ბ) თუ დაზარალებული იურიდიული პირი რეორგანიზებულია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო თუ დაზარალებული იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. 

3. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის 70 (სამოცდაათი) წლის ან 70 (სამოცდაათ) წელზე მეტი ასაკის, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული ქალი – 65 (სამოცდახუთი) წლის ან 65 (სამოცდახუთ) წელზე მეტი ასაკის, თუ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 2001 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 2002 მუხლის მე-4 ნაწილით, 200მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 200მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 2006 მუხლის მე-4 ნაწილით, 202-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2051 მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 249-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული. 

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიმართ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტში მითითებულ შესაბამის დანაშაულთა საქმეებზე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შესაბამის დანაშაულთა საქმეებზე გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და მე-2 პუნქტში მითითებული პირობის გათვალისწინებით.

მუხლი 2

1. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად სასჯელზე, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

2. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირს ნასამართლობა მოეხსნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინა.

მუხლი 4

1. ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.

2. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

3. იმ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ გასაჩივრებულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს ის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელმაც ამ მსჯავრდებულის საქმე განიხილა. აღნიშნული მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

4. დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო სასამართლო), რომელსაც მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვა აქვს შეფარდებული – თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება.

5. იმ მსჯავრდებულის მიმართ დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, რომელსაც გადავადებული აქვს განაჩენის აღსრულება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. ამნისტიის აღსასრულებლად შესაბამის სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უნდა მიმართოს თავად მსჯავრდებულმა ან მისმა ადვოკატმა ან ოჯახის წევრმა.

 6. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

მუხლი 5

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 6

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5577-IIს