სს „თბილხორცის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ

  • Word
სს „თბილხორცის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „თბილხორცი“
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
01/07/2016
ვებგვერდი, 05/07/2016
სს „თბილხორცის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
სს „თბილხორცი“

სააქციო საზოგადოება „თბილხორცის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

განცხადება

2016 წლის 27 ივლისს, 11:00 საათზე, ქ. თბილისში, შარტავას ქ. №7, კაბინეტი 6, მოწვეულია სს„თბილხორცის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 206050654) აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების რეგისტრაცია რეგისტრაციის გაუქმება.

სს „თბილხორცის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 206050654) აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2016 წლის 29 ივნისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.

საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო 2016 წლის 27 ივლისს 10:30 სთ.

საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „თბილხორცის“ დირექციაში.

კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „თბილხორცის“ მომსახურე ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის მისამართზე: ქ თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა (მოსაშვილის 11), მე-7 სართული, ოფისი 714.

 

სს თბილხორცის (საიდენტიფიკაციო კოდი 206050654)

დირექტორი და ლიკვიდატორი

დავით ჭყონია (პირადი ნომერი 01024018692)

1 ივლისი, 2016 წელი