„მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016334
21
30/06/2016
ვებგვერდი, 05/07/2016
010250000.35.153.016334
„მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2016 წლის 30 ივნისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/10/2014,   010250000.35.153.016241), კერძოდ: 

 ა) დადგენილების პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი“ – „მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მისაქციელი“.

ბ) დადგენილების პირველ მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ“ – „ნატახტრის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ნატახტარი, სოფ. ახალუბანი.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ სოლოღაშვილი