„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016211
15
01/07/2016
ვებგვერდი, 05/07/2016
010250050.35.103.016211
„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 1 ივლისი

დაბა მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №17დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 10 სექტემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.103.016123)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ე.ვ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

2.  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ1“   ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ვ1) ,,სამოქალაქო  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით  ახორციელებს  დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების  მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა  და გაცემას, პირის  გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო  აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების ,,ბ“ პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ დადგენილების ,,ბ“ პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე