დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.133.016188 |
|
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
1.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 28/12/2015წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.133.016175) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხელვაჩაურიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19 076 646 ლარის ოდენობით:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 13 153 977 ლარის ოდენობით:
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1,353,023 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10 612 958 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 10 227 200 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10 254 462 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 27262 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 20 867 420 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1763512 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1 866 379 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 866 379 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -102 867ლარის ოდენობით.
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 220 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 12.
სპორტული და კულტურული პროგრამები
|
სპორტულ და კულტურულ პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 13.
პრემიები
|
2016 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციის მუშაკებზე პრემიების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 14.
პასუხისმგებლობა |
2016 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
|
თავი II
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 0301) განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვის ღონისძიება. 2.2.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგლებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რის უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის- 1960 წერტის ექსპლოატაცია, 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამულიკოდი 030302) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. პროგრამის შესაბამისად გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. დაგეგმილია (70 ცალი რკინის 0.8 კუბ/მ ტევადობის) ნაგავსაყრელი კონტეინერების რემონტი, რაც გააუმჯობესებს ხელვაჩაურის სანიტარიულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.3 წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 030303) მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს ხელვაჩაურის წყალკანალი, რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. სულ მუნიციპალიტეტში 39-აუზია 1500კმ მაგისტრალის ოდენობით, რასაც საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 04) დაგეგმილია სოფლებში ცენტრების კეთილმოწყობა, სახლების ეზოების სკვერების მოწყობის სამუშაოები. განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 2.3.1 საცხოვრებელი ბინების გადახურვის ამახანაგობის მხარდამჭერი პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 04 01) პროგრამით გათვალისწინებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, გაგრძელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. ამხანაგობები მოსახლეობის თანადაფინანსების პრინციპით განახორციელებენ სადარბაზოების კეთილმოწყობას და მრავალბინიანი სახლის სახურავის გადახურვას, ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას. 2.4 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, რეგისტრაციის, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 05) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს, მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით, შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.5 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 04 02) სოფლების მოსახლეობის მიერ სასოფლო კრებებზე მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრა, პროექტების მომზადება და მათი განხორციელება. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი ღონისძიებები. 2016 წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინრბულა 1 401 340 ლარი. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) 2011 წლიდან ხელვაჩაურის საბავშვო ბაღები გადავიდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის – UNICEF-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ლიტერატურაზე: ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები და სკოლამდელი განათლების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის დანერგვისათვის ყველა საბავშვო ბაღში დაემატა შტატი ინგლისური ენის პედაგოგი, ლოგოპედი და ფსიქოლოგი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 10 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1100-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ადმინისტრაციისა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. 3.2 სკოლების ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 02) 2005 წლიდან მუნიციპალიტეტი ახორციელებს დაწყებითი სკოლების რეაბილიტაციას და დღემდე რეაბილიტირებულია 40 დაწყებითი სკოლა. 3.2.1 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02 05) მუნიციპალიტეტი სტიპენდიას გასცემს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ბაკალავრიატის სტუდენტებზე, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. პროგრამით თანხა გაიცემა 2015-2016 წწ. პირველ და მეორე სემესტრში მიღებული ქულების შესაბამისად. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები(პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა; ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციის და კლუბის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
4.1.1 ააიპ – ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03 01) ხელვაჩაურის სპორტული სკოლა, სადაც 410 სპორტსმენია დაკავებული, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. პროგრამის ფარგლებში 2016 წელს გაგრძელდება ხელვაჩაურის სპორტული სკოლის დაფინანსება. უზრუნველყოფილი იქნება სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობები და გაგრძელდება ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა-წახალისება. სკოლაში მომზადებას გადის სხვადასხვა ასაკის ჯგუფები სპორტის 9 სახეობაში.(ფეხბურთის ჯგუფში – 94 ბავშვი; კიკბოქსინგის ჯგუფში – 10; თავისუფალ ჭიდაობაში – 58; ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში – 90; ქართულ ჭიდაობაში – 10; მშვილდოსნობაში – 34; ძიუდოში – 34; ძალოსნობაში – 28; ხელბურთში – 15;) სპორტსმენების და მწვრთნელების დაფინანსება ხორციელდება სუბსიდიით ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ყველა სპორტსმენი განათლებას იღებს გადასახადის გარეშე. ჩამოყალიბებულია ფეხბურთის გუნდი „მაჭახელა“.აგრეთვე ფუნქციონირებს ჭადრაკისა და რაგბის ჯგუფი. 4.1.2. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება,შპს საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას" მხარდაჭერის ღონისძიება (პროგრამული კოდი 05 03 04) ითვალისწინებს მხარდაჭერის ფარგლებში საფეხბურთო კლუბის დაფინანსებას, კერძოდ: ფეხბურთელთა ტრანსპორტირების დაფინანსებას, სხვადასხვა ინვენტარისა და უნიფორმის შეძენას. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტის ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 0501 01) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 3 მუსიკალური სკოლა, სადაც ფორტეპიანოსთან ერთად სხვადასხვა სახის ინსტრუმენტზე დაკვრას ეუფლება 300-მდე მოსწავლე; თითოეული მოსწავლის სწავლის საფასური წლიურად 50 ლარით განისაზღვრება, ადმინისტრაციისა და პედაგოგების ხელფასს აფინანსებს ადგილობრივი ბიუჯეტი. სამუსიკო სკოლაში სწავლის ხანგძლივობა 6 წლით განისაზღვრება, რომლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს გადაეცემა შესაბამისი ხარისხის დამამთავრებელი მოწმობა. 4.2.2 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი, სანახაობრივი და ტრადიციული ღონისძიებები. ისეთი კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა დედისა და ქალთა დღე; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საბავშვო სიმღერების კონკურსი ,,ცეროდენა”, ინტელექტუალური კონკურსი ,,ყველაზე ჭკვიანი”, სახალხო დღესასწაულები ,,კოლხობა”, ,,მაჭახლობა” და სხვ. 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
4.2.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები). 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობების შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. მოსახლეობის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 5.1 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებითა და შეღავათით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 5.1.1 ეპილეფსიით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქრონიკულად პროგრესირებად პირთა დაავადებების მედიკამენტოზურ დახმარებას, კერძოდ მედიკამენტებით უზრუნველყოფას. 5.1.2 მაჭახლის თემის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელშეწყობის პროგრამა(პროგრამული კოდი 06 01 02) პროგრამის მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასწრაფო–სამედიცინო დახმარება,როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში მძიმე ავადმყოფების გადაყვანის უზრუნველყოფა ცენტრალურ სამედიცინო დაწესებულებაში. 5.1.3 პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 03) პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ კომპონენტს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა თემში მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას უწევს სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი და ექთანი. მათი უმეტესობა მუშაობს დონორი ორგანიზაციების მიერ რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. მათვე გააჩნიათ სათანადო აღჭურვილობა. აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. პჯდ ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის გამგეობა განახორციელებს კომუნალური ხარჯებითა და სამედიცინო კაბინეტების დაქირავებისათვის იჯარის თანხითб აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 28 მარტის №01-63/ო ბრძანების თანახმად გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველსაყოფად ,,ექიმის ჩანთის” შესაბამისად. 5.1.4 დიალიზით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 04) თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება ხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამით. სამკურნალო სეანსები უტარდებათ ქ. ბათუმის კლინიკებში. პროგრამით დაფინანსებულია ყოველთვიურად 13 სეანსი. სეანსების ჩატარება მკაცრად რეგლამენტირებულია. მკურნალობის რეჟიმის დარღვევა ჯანმრთელობის გაუარესების რისკის შემცველია, არ არის გამორიცხული სიცოცხლისათვის სავალალო შედეგიც. სისტემატური გადაადგილების აუცილებლობა კიდევ უფრო ამძიმებს მცირეშემოსავლიანი ოჯახების მდგომარეობას და ჯანმრთელობის პრობლემების პარალელურად უქმნის მათ დამატებით ფინანსურ სიძნელეებს. პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებად მიჩნეულ იქნა ბენეფიციართა დახმარება ტრანსპორტირების თანხით. ამასთანავე, ყველა ბენეფიციარი პირველი ჯგუფის ინვალიდია და გადაადგილებისათვის საჭიროებენ დამხმარე პირს, რაც ქმნის დამატებითი ტრანსპორტირების ხარჯის აუცილებლობას. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 22 ბენეფიციარის ცხელი საკვებით უზრუნველყოფას დღეში ერჯერადად, კვირაში 7 დღის განმავლობაში. 5.2.2 ომის მონაწილეებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამა ითვალისწინებს უკვდავყოფის და სადღესასწაულო დღეების ორგანიზებას, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას – ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 250 ლარის ოდენობით დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების მიზნით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე 9 მაისთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება, თითოეულზე 100 ლარის ოდენობით და ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ბანკეტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე 27 სექტემბერთან დაკავშირებით – თითოეულზე 100 ლარი დახმარება, მემორიალის შემკობა 16 თებერვალი, 9 მაისი, 26 მაისი, 7 აგვისტო. 27 სექტემბერი, მემორიალთან მუდმივი ცეცხლისათვის ბუნებრივი აირის გადასახადი. 5.2.3. მრავალშვილიანი დედების (ყოველ მე-3 და მომდევნო შვილის შეძენისას) ერჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს, გათვალისწინებულია: მე-3 შვილის დაბადებაზე – 500 ლარი, მე-4 შვილის დაბადებაზე – 700 ლარი, მე-5 და მომდევნო შვილის დაბადებაზე – 900 ლარი. 5.2.4. მრავალშვილიანი და დედმამით ობოლ ბავშთა (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (36 ოჯახი) ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით. 5.2.5 0-დან 70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ოჯახის წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გარდაცვლილთა დაკრძალვისათვის დახმარების გაწევა. დახმარების თანხა თითოეულ გარდაცვლილზე შეადგენს 250 ლარს. 5.2.6 0-დან 70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს, გათვალისწინებულია: 0-700000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების პირველი შვილის დაბადებაზე – 300 ლარი, მე-2 შვილის დაბადებაზე – 400 ლარი. 5.2.7 ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09) პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა სამედიცინო ცენტრებში ცერებრალური დამბლით, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვებისათვის ფსიქოსომატური რეაბილიტაციის კურსების ჩასატარებლად ტრანსპორტით გადაადგილებისათვის მატერიალურ დახმარებას. დაფინანსება თანხვედრილია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის მოცულობის /ანუ 6 კურსი წელიწადში. კურსის ხანგძლივობა-10 დღე. სულ წელიწადში - 60 დღე. პროგრამით მოსარგებლე პირთა უმეტესობა შშმ პირია და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს არა აქვთ ტრანსპორტირების ხარჯები, ცხოვრობენ სოფლად და თანმხლებ პირთან ერთად უწევთ რამდენიმე სახის ტრანსპორტის შეცვლა, პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.პროგრამა უზრუნველყოფს ფინანსური დახმარების გაწევას აჭარის ა/რ ტერიტორიაზე განლაგებულ სამედიცინო ცენტრებში გადაადგილებისათვის. პაციეტს აქვს ცენტრის არჩევის უფლება. მ/ეტაპზე ბენეფიციარები სარგებლობენ 5 სამედიცინო ცენტრის მომსახურებით. გათვალისწინებულია კომპენსაციის გაწევა 90 პირისათვის, დღეში 7 ლარის ოდენობით. 5.2.8 პარკინსონით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 10) პარკინსონიზმი – პროგრესირებადი დაავადებაა, რაც გულისხმობს დაავადების სიმპტომების დროთა განმავლობაში გამწვავებასა და დამძიმებას. ქრონიკული დაავადების მქონე პირები საჭიროებენ მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებას საბოლოოდ მივყავართ უნარშეზღუდულობასა და ქმედითუნარიანობის დაკარგვამდე. დაავადებულები უპირატესად არიან ასაკოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილისათვის უწყვეტი მკურნალობა მცირე შემოსავლების გამო ხშირად ხელმიუწვდომელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამგეობამ შეიმუშავა შესაბამისი პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ პარკინსონიით დაავადებული პირები ასაკის შეუზღუდავად. 5.2.9 ხანდაზმულთა და შშმ პირთა შინმოვლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (პროგრამული კოდი 06 02 11) ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო მიჯაჭვულნი არიან სახლსა თუ საწოლს, რის გამოც ვერ სარგებლობენ მათთვის საჭირო სამედიცინო და სოციალური მომსახურებებით. მოვლის საჭიროების მქონე პირთა პრობლემები რჩება მოუგვარებელი, დახურულ კარს მიღმა და შეუსწავლელი. ნაწილობრივ ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ საქართველოში შშმ პირთა რაოდენობა მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებია, მაშინ, როცა საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, არანაკლებ 10% უნდა იყოს. მოვლის საჭიროების მქონე პირები მძიმე ტვირთად აწვებიან ოჯახის წევრებს. გარდა იმისა, რომ ეს არაფორმალური მომვლელები არ ფლობენ მოვლის სპეციფიკურ ცოდნას. ხსენებული საკითხი მრავალშრიანია და ეხება როგორც თავად მოვლის საჭიროების მქონე პირთა, ასევე მათი გარემომცველების ბიო-ფსიქო-სოციალურ მდგომარეობასა და უფლებებს. ამიტომ, მოვლის პროგრამების მოსარგებლეებად მოიაზრებიან როგორც თავად პაციენტები, ასევე მათი ოჯახის წევრები. სახელმწიფოს მიერ ამ ადამიანთა ღირსების პატივისცემისა და უფლებების რეალიზების მთავარ გზად ისახება ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური მომსახურების ბინაზე მიწოდება – შინმოვლა, რაც ნიშნავს არა მხოლოდ მოვლით უზრუნველყოფას, არამედ მოვლის საჭიროების მქონე პირების ინტერესების დაცვას, ინტეგრირებას საკუთარ მიკროსოციუმში, მათი ღირსების აღდგენას და მათივე გარემო მომცველებისთვის დახმარების გაწევას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საკითხის აქტუალურობის გათვალისწინებით, მიიღო მიზნობრივი პროგრამის თანამონაწილეობის გადაწყვეტილება (6%). პროგრამის ძირითადი განმახორციელებელია ორგანიზაცია აიპ ,,კოალიცია შინმოვლა საქართველოში".
ყოველთვიურად მომსახურება გაეწევა 40 ზრუნვის საჭიროების მქონე პირს და 40 ოჯახის წევრს. 5.2.10 ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 12) ფენილკეტონურია – მძიმე მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნერვული სისტემისა და სხვა შინაგანი ორგანოების ღრმა დაზიანებით. დაავადების მქონე პირები მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებენ დაკვირვებასა და მკურნალობას სამედიცინო გენეტიკურ ცენტრებში და სპეციალურ დიეტას უცილო საკვები პროდუქტებით. 18 წლამდე ასაკის ბავშვები ფედერალური პროგრამის ფარგლებში მარაგდებიან მათთვის საჭირო დიეტური სამკურნალო ნარევებით, რომელიც ნაწილობრივ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დამატებითი სოციალური დახმარების მიზნით გამგეობამ შეიმუშავა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა. პროგრამით დახმარება საწყის ეტაპზე გაეწევა ფენილკეტონურიით დაავადებულ ერთ პირს, რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში. საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარების ჩართვა მოხდება წლის განმავლობაში. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 16.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
|
დოკუმენტის კომენტარები