„თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2016
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016321
16
01/07/2016
ვებგვერდი, 04/07/2016
010250020.35.163.016321
„თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თელავი

 

„თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/08/2014, 010250020.35.163.016183) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

მუხლი 13. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3.  გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით), შტამპი და ბლანკი, ბეჭედს და ბლანკს იყენებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

5. გამგებლის წარმომადგენელი:

) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტს, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, გარდა პირის მოქალაქეობის დადგენის მიზნით ცხოვრების ფაქტისა;

ვ) მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის დაბადების შესახებ რეგისტრაციის თაობაზე;

ზ) ოქმით ადასტურებს პირის გარდაცვალების შესახებ ფაქტს და ოქმს აგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში;

) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.


მუხლი 2
 თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  მე-6 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ1“ პუნქტი:

„ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; კომისიები ამ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილნი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი განკარგულება. 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი