დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.164.016224 |
17
01/07/2016
ვებგვერდი, 05/07/2016
010250050.35.164.016224
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.164.016212; 23/02/2016), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ერთჯერადი ფულადი დახმარება მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 57-120 ათას ქულას, 50-100 ლარის ოდენობით, (გამონაკლისია მარჩენალდაკარგული და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები - სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე)“. |
2.
დადგენილების მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მედიკამენტების შესაძენი თანხით დახმარება: პირველი ჯგუფის ინვალიდებს, მძიმე დაავადებით დაავადებულ პაციენტებს გადაუდებელი საჭიროების დროს 50 - დან 100 ლარის ოდენობით (გამონაკლისია ონკოლოგიური და ძვირადღირებული თერაპიის შემთხვევები - სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე)“. |
3.
დადგენილების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი: „15. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე პათოლოგიის (ჰემოფილია, ცელიაკია, ფენილკეტონურია) 18 წლამდე ბავშვთა დახმარება წელიწადში 400 ლარის ოდენობით სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები