დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 5 ოქტომბრის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 234-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 24/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.31.060.016013 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
5 ოქტომბრის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ
ვინაიდან საქართველოს პარლამენტის მიერ არაერთგზის არის დადასტურებული, რომ 1992-93 წლებში საომარი მოქმედებებისა, ომის შემდგომ პერიოდში და დღემდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხორციელდება მშვიდობიანი მკვიდრი ქართული მოსახლეობის გენოციდი - ეთნიკური წმენდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. გამოცხადდეს ყოველი წლის 5 ოქტომბერი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის-გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.
2. დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აფხაზეთში მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის-გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღსანიშნავად და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინფორმირებისთვის გაატაროს სათანადო ღონისძიებები.
3. დადგენილების შესრულების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიში მოსმენილ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიმდინარე წლის 14 სექტემბერს.
4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთის დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიას (თავმჯდომარე ნ. მგალობლიშვილი) და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების კომისიას (თავმჯდომარე ა. წოწონავა).
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა
24.06.2016წ.
№234-ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები