,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016240
20
01/07/2016
ვებგვერდი, 04/07/2016
010260020.35.137.016240
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2016 წლის 1 ივლისი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014,  010260020.35.137.016114), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მესამე ნაწილს დაემატოს შემდეგი    შინაარსის „ე.ლ“ ქვეპუნქტი:

„ე.ლ) ქმნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიას.“ ;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მესამე ნაწილს დაემატოს შემდეგი  შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) აცნობებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოს დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში;

ზ) წარუდგენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოს პირის გარდაცვალების თაობაზე შედგენილ ოქმს, პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს არ გააჩნია საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია შესაბამისი ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტი ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი