,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის 121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის 121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016227
24
01/07/2016
ვებგვერდი, 05/07/2016
010260020.35.140.016227
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის 121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2016 წლის 1 ივლისი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 05 სექტემბრის №21 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 11/09/2014,  ს/კოდი: 010260020.35.140.016108) დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცები:

,, – იმ შემთხვევაში, თუ გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვი დაიბადება სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, გამგებლის წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის  ვალდებულება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, აღნიშნულის შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში;

გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმომადგენლს ეკისრება მიმართვის ვალდებულება, პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, რის თაობაზეც ადგენს ოქმს, რომლის შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით;

თუ  გამგებლის წარმომადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს  პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე .“.

2. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუბნქტში მე-5 და მე-6 აბზაცის დასაწყისში არსებული ციფრები ,,2“ და ,,3“ შეიცვალოს ,,–’’ (ტირეებით).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე