დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.140.016226 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, ს/კოდი: 010260020.35.140.016105) დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
1.
დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს ,,გამგებელი“ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:
„დ) გამგებელი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან ქმნის კოლეგიურ ორგანოს – პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) დამდგენ კომისიას, რომელიც, მისთვის შესაბამისი განცხადების მიმართვიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, გასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის დამადასტურებელ ცნობას.“. |
2.
დებულების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ.ბ“, ,,ზ.გ“ და ,,ზ.დ“ ქვეპუნქტები:
,,ზ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვი დაიბადება სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, გამგებლის წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის აღნიშნულის შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში; ზ.გ) გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება, პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, რის თაობაზეც ადგენს ოქმს, რომლის შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით; ზ.დ) თუ გამგებლის წარმომადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე .“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები