დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.149.016290 |
|
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/06/2016; 010260050.35.149.016286) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მ) შენობის სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 10% ან ექვივალენტური შრომითი რესურსით წილობრივი მონაწილეობა. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის, ავანსის სახით, გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის დედანი/ასლი, გარდა ამ დადგენილების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა;“ ; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს, დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი; გ) ამ დადგენილების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეკვივალენტური შრომითი რესურსით წილობრივი მონაწილეობის შესახებ ამხანაგობის სხდომის ოქმი;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები