დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის 13 მარტის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 30/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016026 |
|
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის 13 მარტის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის 13 მარტის №1 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17/03/2014, 010220020.34.059.016016) მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი 2-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომელიც დარეგისტრირდება უსკოს აპარატის საერთო სამსახურში ან/და გააგზავნოს მოთხოვნა უსკოს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე – info@sec.ge, დანართი 2.1-ით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად განცხადებაში მიეთითება: სახელი, გვარი (პირადი ნომერი ფიზიკური პირის შემთხვევაში), ორგანიზაციის დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი, განცხადების შინაარსი“. 2. დანართი 2-ის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება, განცხადების უმაღლეს საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (info@sec.ge) შემოსვლისა და მისი კანცელარიაში რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 2.1
|
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ
გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს (უსკოს მდივანს)
-----------------------------------------------
მოქ. ----------- -------------, ---------------, (სახელი) (გვარი) (პირადი ნომერი)
მცხ. -----------------------------------------,
(იურიდიული/ მისამართი) ელ-ფოსტის მის: -------------,
ტელ/მობ: ---- ----- ----- -----.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ორგანიზაციის დასახელება: ---------------------------.
მისამართი: --------------------------------------------.
ტელ/მობ: ------ ----- ----- -----.
ელ.ფოსტის მის: ---------------,
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ----------------------------------------------------------------------- (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ,
(მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)
დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) -------------- ------------------
(სახელი) (გვარი)
თარიღი: --/ --/ --.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები