დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.166.016276 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (www.matsne.gov.ge, 010260020.35.166.016155, 25.07.2014წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემედეგი რედაქციით: „ა.ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“ – „ა.გ“, „ბ.ა“ – „ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“. 2. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ე.ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე.ლ) „კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ პუნქტით გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.“. 3. დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „გ) უზრუნველყოფს მოქალქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას, გარდა „საქართველოს მოქლაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 4. დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როგორც გამგებლის მიერ უფლებამოსილი პირი, თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 31 ივლისიდან, ხოლო დადგენილების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები