დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.165.016249 |
|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2014, 010260020.35.165.016137) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ.) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“ . 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ე.ვ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“ . 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-14 მუხლს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.“. 4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 141. გამგებლის წარმომადგენლის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს უფლება აქვს სამსახურებრივი ბეჭედი გამოიყენოს დანიშნულებისამებრ. კერძოდ, დაამოწმოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა; ასევე პირის ან/და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობა, გარდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ . 5. საგარეჯოს მუნიციპაიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებით „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ 281 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის; პირის ან/და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.“. 6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ 36-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.“. 7. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დდგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება 1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით. 2. გამგეობის თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. 3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს/გამგეობას/ − გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 31 ივლისიდან. 3. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები